ცასა და დედამიწას შორის: საჰაერო ბურთიდან დანახული ღვთაებრივი სილამაზე

Sputnik

ღრუბლებში ფრენა – ეს არის რომანტიკა, სამყაროს სხვა კუთხით დანახვა და უწონადობის შეგრძნება. თვალწინ იშლება ენით აუწერელი სილამაზე. ხოლო როდესაც ეს ყველაფერი კახეთში ხდება, ლეგენდარული ალაზნის ველის თავზე, რომელსაც უამრავი ლეგენდა უკავშირდება და მდიდარი ისტორია აქვს, ამ შანსის ხელიდან გაშვება უბრალოდ შეუძლებელია.

1 / 15
ამბობენ, რომ ადამიანმა საჰაერო ბურთით ერთხელ მაინც უნდა იფრინოს, რათა შეიგრძნოს საკუთარი თავი და ჩაიდინოს გიჟური საქციელი
2 / 15
ხოლო როდესაც გაფრენა ალაზნის ველის თავზეა შესაძლებელი, ასეთი შანსის გაშვება წარმოუდგენელია
3 / 15
დიდებული ტყეები, უძირო ლურჯი ცა და ღვინის სამშობლოს სურნელი სუნთქვის შემკვრელ შეგრძნებებს ბადებს
4 / 15
ალაზნის ველი მყუდრო, თბილი და მთებით გარშემორტყმულია. ის პირდაპირი გაგებით ასხივებს თავისუფლებასა და სილამაზეს, მნახველებს კი თავგადასავლებს პირდება
5 / 15
ასობით მეტრის სიმაღლიდან ამ ყველაფრის დანახვაზე იმატებს გულის ფეთქვა, სამყარო კი უფრო ფერადი ხდება
6 / 15
ფრენისას თავს ჟიულ ვერნის საიდუმლო კუნძულის პერსონაჟებად იგრძნობთ თავს, რომლის მთავარი გმირებიც ლინკოლნის კუნძულზე საჰაერო ბურთით მიფრინავენ
7 / 15
თუმცა ხშირი ტყის თავზე გადაფრენისას, ლამაზი ფერებისა და სურნელის შეგრძნებისას ხვდებით, რომ დღის მთავარი გმირი მისი უდიდებულესობა ბუნებაა
8 / 15
არსებობს მომენტები, როდესაც ზღვარი ცასა და დედამიწას შორის ქრება
9 / 15
დედამიწა ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან წარმოუდგენლად ლამაზია, აქ კრისტალურად სუფთა ჰაერი და ფანტასტიური ხედებია
10 / 15
ეს სილამაზე ამ სიმაღლიდან ერთეულებს აქვთ ნანახი
11 / 15
მიწაზე დაშვებასთან ერთად იბადება შეგრძნება, რომ ცაში მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანზე ვფიქრობთ
12 / 15
მიწაზე ყველაფერი სხვაგვარად ჩანს და აღიქმება - თითქოს ყველაფერი ნაკლებად სასიამოვნო და შთამბეჭდავია, ვიდრე იქ, მაღლა ცაში
13 / 15
საჰაერო ბურთით ფრენისას თითქოს ყველა შიში და შფოთვა ქრება
14 / 15
ჩვენ კი მისი ენერგიით, გამბედაობითა და ექსტრიმით ვიმუხტებით
15 / 15
და გვიჩნდება სურვილი კიდევ ერთხელ ავფრინდეთ მაღლა საჰაერო ბურთით