ზურა მანჯავიძე: ორი მანქანით დამხვდნენ და თავს დამესხნენ...

ქართველი მომღერალი ზურა მანჯავიძე ყვება, როგორ იმოქმედა მისმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა, მის კარიერაზე
Sputnik

„ეს არ იყო ადვილი ამბავი, მაგრამ მაშინ ყველაფერს გავუძელი და  სიმართლე გითხრათ, დღეს იმ ამბებს უკვე ირონიით ვიხსენებ. გულიდან გადავიგდე ის ტკივილი. ახლა ამაზე საუბარი ადვილია, ხანდახან ვუფიქრდები მართლა ხდებოდა ეს თუ არა?- იმდენად არარეალური სიტუაციები იქმნებოდა. ნუთუ შეიძლება, რომ ადამიანს პრობლემები შეუქმნა იმის გამო, რომ ეუბნები: არ გეთანხმები და შენს გვერდით არ დავდგები თქო?.. მაშინ საქმე იქამდე მივიდა, რომ ხალხი ჩასაფრებულები მყავდა და დამდევდნენ კიდეც. ამას გარდა ჩვენთან სულ დადიოდნენ შიკრიკები და მოქრთამვის მცდელობებიც ყოველთვის იყო.“-ამბობს ზურა მანჯავიძე სატელევიზიო გადაცემაში. 

მომღერალი ზურა მანჯავიძე ამბობს: „ღმერთი ყოველთვის გაძლევს იმის საშუალებას, რომ გადარჩე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ დავკარგეთ, გარკვეული ფირმები რისკავდნენ და საღამოებსა და შეხვედრებზე ხშირად გვიწვევდნენ“.