14 წლის ასაკში შეუყვარდა. 18 წლის გათხოვდა. ფეხმძიმედ იყო ქმარს რომ გაშორდა. მიზეზი მესამე იყო. ხელის გაწერის დღეს ორივე ტიროდა, ეს იყო დიდი სიყვარულის დაკარგვით გამოწვეული ემოცია.
ახლა მარტოა. თვლის, რომ ჯერ მისთვის მეორე ოჯახი ადრეა, რომ ჯერ შვილსა და საკუთარ კარიერას უნდა მიხედოს. ერთ-ერთ-ინტერვიუში თიკა ბექასთან დაშორების ამბავს ასე იხსენებდა: ჟურნალისტები მირეკავდნენ და დაშორების მიზეზს მეკითხებოდნენ, არ ვამბობდი არაფერს. ამის მიზეზი იყო ჩემი შვილი, ნინა, რომელიც როცა დიდი გოგო გაიზრდება გაიგებს, რომ არსებობდა ერთი გოგო, რომლის გამოც დაინგრა მისი მშობლების ოჯახი. ზუსტად ვიცი ნინა გაიზრდება და მისკენ თითს გამოიშვერენ, იტყვიან ეს ის გოგოა, ვის მამასაც ვიღაც გოგოსთან გააბა რომანი. ეს არ მინდოდა. თუმცა, თქვენმა გაზეთმა ისე გაქექა ეს ამბავი, გოგოს მეუღლეც კი იპოვნეს… თვითონაც ბვერი რამ გავიგე თქვენი გაზეთიდან. ჟურნალისტებსა და ხალხს რომ არ გაექექათ ეს ამბავი, ჩვენ ძალიან მშვიდად, წყნარად დავამთავრებდით ყველაფერს. დღეს მე და ბექას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
ცოტა ხნის წინ კი ია ფარულავას გადაცემის „ფარული კონვერტის“ სტუმარი იყო. გადაცემა ჯერ არ გასულა ეთერში, თუმცა პრომოში ჯამბურია სავარაუდოდ ამ ისტორიაზე საუბრობს. მისი თქმით, ორსულად იყო, როდესაც გოგო, რომელიც წყვილს შორის ჩადგა, თმით ითრია. „შევარდი ამხელა მუცლით..“- ყვება მომღერალი.