სიკვდილი გზაზე - ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა

საქართველოში ავარიები ხდება უმეტესად შემხვედრ ზოლზე გადასვლის, სიჩქარის გადაჭარბებისა და დისტანციის დარღვევის გამო
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. იანვარ-სექტემბერში საქართველოში მოხდა 4,2 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაიღუპა 337 ადამიანი, ხოლო დაშავდა - 5,8 ათასზე მეტი, ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.

დაღუპულებს შორის იყო 7 წლამდე ასაკის ექვსი ბავშვი.

კრიმინალი საქართველოში: შსს-მ ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა >>

ყველაზე ხშირია ავარია მსუბუქი ავტომობილების მონაწილეობით. უფრო იშვიათია ინციდენტები სამარშრუტო ან სატვირთო მანქანების მონაწილეობით.

ავარია მუხიანში: გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი

რაც შეეხება ავარიების გეოგრაფიას, პირველ ადგილზეა თბილისი. ცხრა თვეში დედაქალაქში დაფიქსირდა დაახლოებით 2,1 ათასი ავარია, რა დროსაც 68 ადამიანი დაიღუპა.

ავარიების რაოდენობით მეორე ადგილზეა ორი რეგიონი - იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - არ რეგიონების მონაცემებს შსს ერთად ითვლის. იქ მოხდა 447 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც 69 ადამიანის დაღუპვით დასრულდა.

სავალალო სტატისტიკის სამეულის ბოლოს არის აჭარა, სადაც ცხრა თვეში 418 ავარია მოხდა და 23 ადამიანი დაიღუპა.

ორი დაღუპული და 11 დაშავებული: ავტოავარია მარნეული-სადახლოს გზაზე >>

იანვარ-სექტემბერში დაფიქსირდა ქვეითთან შეჯახების ათასზე მეტი შემთხვევა, რა დროსაც 71 ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება ავარიების მიზეზებს, სტატისტიკა შემდეგია: შემხვედრ ზოლზე გადასვლა (281 შემთხვევა), სიჩქარის გადაჭარბება (215) და დისტანციის დარღვევა (175).