საქართველოში მშენებლობა გააქტიურდა - გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა

აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი ქვეყნის სამ რეგიონზე მოდის - ეს არის თბილისი, კახეთი და ქვემო ქართლი
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ექსპლუატაციაში 1,9 მილიონი კვადრატული მეტრი საერთო ფართის 2 221 802 ობიექტი შევიდა, ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ მასალებში.

2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, ჩაბარებული ობიექტების ფართობი 32,3%-ით გაიზარდა, ხოლო მათი რიცხვი 1,5%-ით შემცირდა.

საქართველოს ეკონომიკა: რა უწყობს ხელს ზრდას >>

აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი ქვეყნის სამ რეგიონზე მოდის - ეს არის თბილისი, კახეთი და ქვემო ქართლი.

საქართველოს რეგიონები 2019 წლის სამ კვარტალში ჩაბარებული ობიექტების მიხედვით

რეგიონი ობიექტების რაოდენობაწილი ობიექტების საერთო რაოდენობაში %
თბილისი         652 36,2
კახეთი    259  14,4
ქვემო ქართლი162  9,0
მცხეთა-მთიანეთი 130  7,2
შიდა ქართლი121  6,7

საქართველოში 2019 წლის იანვარ-სექტემბერში მუნიციპალურმა ხელისუფლებამ 5,6 მილიონი კვადრატული მეტრი საერთო ფართის თითქმის 7,8 ათასი სამშენებლო ნებართვა გასცა.

 

 

2018 წლის სამ კვარტალთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 1,3%-ით გაიზარდა, ხოლო ფართობი - 23,9%-ით.

საქართველომ ბიზნესის წარმოების კუთხით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა >>

გაცემული ნებართვების 71% მოდის თბილისზე, ქვემო ქართლსა და აჭარაზე.

საქართველოს რეგიონები 2019 წლის სამ კვარტალში გაცემული სამშენებლო ნებართვების მიხედვით

რეგიონი ნებართვების რიცხვიწილი ნებართვების საერთო რიცხვში %
თბილისი         3 83949,2
აჭარა        858  11,0
ქვემო ქართლი843  10,8
იმერეთი 445  5,7
მცხეთა-მთიანეთი4445,7

კომპეტენტური ორგანოები წლის დასაწყისიდან გასცემდნენ ნებართვებს სხვადასხვა შენობების ასაშენებლად - მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, ქარხნების, სასოფლო-სამეურნეო ობიექტების და სხვ. თუმცაღა, ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.