ბათუმის სანაპიროზე ქარბორბალა გამოჩნდა: ვიდეო

უამინდობამ ბათუმში პრობლემები შექმნა, დღის განმავლობაში სინოპტიკოსები ზღვაზე 4-5 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. რამდენიმე წუთის წინ,  მოქალაქეებმა ბათუმის აკვატორიაში ქარბორბალა დააფიქსირეს, ამის ამსახველი ვიდეო აჭარის ტელევიზიამ გამოაქვეყნა.

უკვე მეორე დღეა უამინდობაა ბათუმში. გუშინ ღამით მოსული უხვი ნალექის გამო „ბათუმის წყალში" დატბორვის თაობაზე რვა შეტყობინება შევიდა.

კომპანიის ინფორმაციით, შეტყობინებების ძირითადი ნაწილი ეხებოდა კომერციული ფართების, ქუჩების  და საცხოვრებელი სახლების დატბორვას.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, სპეციალური ტექნიკა სხვადასხვა მონაკვეთზე ამ დრომდე მუშაობს.

სვანეთის გზებზე თოვლის გამო შეზღუდვები ამოქმედდა >>

ასევე, დღეს სინოპტიკოსები ზღვაზე  4-5 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ.