„მახსოვს ფანჯრის რაფა, რომელზეც ვიჯექი ხოლმე და ხვალინდელ დღეს ვგეგმავდი. მიუხედავად იმ კომფორტისა და მშობლებისა, რომლებიც ჩემზე გადაყოლილი იყვნენ, რეალიზებული ვიყავი, მაგრამ ამავე დროს პრეტენზიულიც, რადგან ვხვდებოდი, რომ ეს ჩემთვის საკმარისი არ არის და ცხოვრებისგან მეტი მინდოდა. პროფესიონალური განათლება მიღებული არ მაქვს. მოდის კეთება ომის პერიოდში დავიწყე, როცა არაფერი იყო. მაშინ საკვების პრობლემაც იყო, თუმცა მე მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები. სტუდენტები ვიყავით, როცა ვიკრიბებოდით ჩემს უახლოეს მეგობართან, რომელიც საოცარი ადამიანია. მის სახლში ვათენებდით და ვაღამებდით. იმ უშუქობაში საოცარ დროს ვატარებდით,“-ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე სატელევიზიო გადაცემაში.
დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე ამბობს: „წლებია არ დამიხატავს, თუმცა ჩემს შემოქმედებაში ფერწერის სიყვარული სულ იგრძნობა. ჩემი საქმისთვის არასოდეს მიღალატია.“