გიგინეიშვილი: ქრისტიანობას პავლე მოციქული თავისუფლების რჯულს ეძახის...

ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი ზოგადად მორალზე და მათ შორის ქრისტიანულ მორალზე საუბრობს.
Sputnik

 

„მორალი რთული ცნებაა, ის ზნე-ჩვეულება და ეთიკაა და ამ სიტყვას მნიშვნელობითი ველი აქვს. ვაკვირდებით, რომ ჩვენი სურვილების შესრულება ყოველთვის კარგი არ არის, ამ თავშეკავებას რაღაც რაციონალიზმზე ვაფუძნებთ. ტრადიციულ საზოგადოებაში ეს რელიგიაა, გეუბნებიან, რომ ღმერთებმა ასე დააწესეს და ეს კარგია“, -ამბობს ლევან გიგინეიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი ამბობს: „პავლე ამბობს, რომ რაზეც პლატონი ოცნებობდა, შესრულდაო. რა შესრულდა? აქამდე მე უნდა მივსადაგებოდი რჯულს, მაგრამ არ შეიძლება, რომ ჩემი სანუკვარი სურვილი, რომელიც ცოდვიანი და ცუდია, თავად გახდეს კარგი?- ეს ადამიანისთვის შეუძლებელი იყო, მაგრამ მოვიდა ქრისტე და ეს შესაძლებელი გახადა.