ზემო ლარსი დღეს: სატვირთოების მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა

მეტეოროლოგიური პირობების გამო „სამხედრო გზაზე“ აიკრძალა  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი  — Sputnik. მცხეთა–სტეფაწმინდა–ლარსის გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე თოვის გამო საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.