კონტრაბანდული ალკოჰოლი – გამოვლინდა უკანონო გადაზიდვის სამი ფაქტი

ამოღებული უაქციზო ალკოჰოლის ღირებულება 17 ათას ლარს შეადგენს. დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ჩხრეკისას დანაშაულში მხილებული პირებისგან დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლი ამოიღეს, რომლის ღირებულებაც ჯამში 17 ათას ლარს აღემატება.

136 ათასი ლარის კონტრაბანდული სიგარეტი: სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს>>

გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.