ყვითელი ამბები

„სულ მალე, „რუსთავი 2“-ზე ახალი პროექტი“ – რა გადაცემას წაიყვანს შორენა ბეგაშვილი?

შორენა ბეგაშვილის მორიგი დამაინტრიგებელი განცხადება! მსახიობი ახალ გადაცემას ახალი შემართებით იწყებს. საინტერესოა, ეროტიკული ხასიათის შოუს შემდეგ რა გადაცემას წაიყვანს ქართველი სექს-სიმბოლო?
Sputnik

შორენა ბეგაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება 2009 წელს სკანდალური როლებით მიიპყრო. მსახიობი ფილმში „ყველაფერი კარგად იქნება“ პრეზიდენტის საყვარლის როლით გამოჩნდა, სადაც სრულიად გაშიშვლდა და მძაფრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ამ ფილმის ეპიზოდი, რომელშიც შორენა კაბის ამარა ოთახიდან გამოდის და ნიკო გომელაურის წინ შიშვლდება დღემდე არავის ავიწყდება. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე PLAYBOY-ში მკერდი გამოაჩინა, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები როლის გამო ეწინააღმდეგებოდნენ.

მოგვიანებით ტელეკომპანია „იმედის“ ღამის ეთერში ეროტიკული ხასიათის შოუ გამოჩნდა. რა თქმა უნდა, შოუს წამყვანი და სკანდალური თემების გამხმოვანებელი სწორედ საქართველოს სექს-სიმბოლო გახდა. 2009 წლის დეკემბერში დაწყებული გადაცემა 2010 წლის დასაწყისში ხმაურით დაიხურა. „იმედზე“ გასული შოუ „ღამე შორენასთან“ პროვოკაციულ თემებს განიხილავდა, რის გამოც გადაცემას სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ.

რამდენიმე დღის წინ მომხიბლავი მსახიობი და ტელეწამყვანი მაია ასათიანის თოქ-შოუ „პროფილს“ სტუმრობდა. შორენა ბეგაშვილმა ცხოვრების სირთულეები, პირადი ურთიერთობები, ქალიშვილი ევა და სამომავლო გეგმები კიდევ ერთხელ განიხილა. მაია ასათიანის კითხვაზე, თუ როგორ ვითარდება მისი ცხოვრება, შორენამ აღნიშნა, რომ ევას გადარჩენისა და რეაბილიტაციის მერე ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. მსახიობი ახალ გადაცემას იწყებს, რომლის კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

ეპატაჟური, სკანდალური და ამავდროულად თამამი შორენა ახალ გადაცემას „რუსთავი 2“-ის ეთერში იწყებს. მსახიობი პაუზის შემდეგ ტელეეკრანებს უბრუნდება. მალე არხის ეთერში მსახიობის საავტორო გადაცემა „შორენას ეფექტი“ გამოვა. როგორც სექს-სიმბოლო აღნიშნავს, დაინტერესებული მაყურებლის ყველაზე კრიტიკულ კითხვებს გულახდილად უპასუხებს.