ყვითელი ამბები

ამ სასწაულ ჭორფლებს ნუ იფარავ! – კესარია აბრამიძის ბუნებრივმა სილამაზემ ხალხი აღაფრთოვანა

საქართველოში, მიუხედავად დიდი კრიტიკისა, ტრანსგენდერი ქალების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ. კესარია აბრამიძის ტელეეკრანებზე გამოჩენამ გაუგებრობა და აგრესია გამოიწვია. იყო პერიოდი, როდესაც ფოტომოდელი მედიას აღარ ეკონტაქტებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა.
Sputnik

სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. მაკიაჟის ხრიკებს პროფესიონალივით ეუფლება. მისი გარეგნობით აღტაცებულები რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში კომპლიმენტებს არ იშურებენ. სულ ცოტა ხნის წინ კესომ პირად გვერდზე ულამაზესი თავსაბურავით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. იასამნისფერი თავშალი და გემოვნებით შეხამებული მაკიაჟი პოპულარულ ტრანსგენდერ ქალს მეტად სექსუალურს აჩენს.

თავის მოვლით და მუდამ ფორმაში ყოფნით დაღლილმა კესარიამ უმაკიაჟო ვიზუალის ჩვენება გადაწყვიტა. ფოტომოდელმა სოლარიუმიდან გადაღებული, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული სურათი გამოაქვეყნა. სურათი ნამდვილად უბრალო იქნებოდა, რომ არა კესარიას უმაკიაჟო სახე. მაკიაჟის გარეშე, სავარაუდოდ, აბრამიძეს ოჯახის წევრებიც ვეღარ ხედავენ. მის გვერდზე პოზიტიური კომენტარები არ წყდება. კესარიას ულამაზესი ჭორფლი მთელ სახეზე აქვს. როგორც ჩანს, ტრანსგენდერ ქალს საკუთარ გარეგნობაში ჭორფლი არ მოსწონს და მაკიაჟით იფარავს.

თამამი, ექსტრავაგანტული და ელეგანტური კესარია აბრამიძე საუცხოოდ გამოიყურება. ბუნებრივი სილამაზით აღფრთოვანებული სოციალური ქსელის მომხმარებლები ემოციებს ვერ მალავენ. "შენ ჯადოსნური ხარ. აი, ასეთი ბუნებრივი და ღვთიური სილამაზით!"; " ნუ იფარავ ამ სასწაულ ჭორფლებს. როგორ გიხდება!"; "ყოველთვის ლამაზი ქალი" – ეხმაურებიან კესარიას უახლეს ფოტოს უცნობი და ნაცნობი ადამიანები.