კალაძე: ზოგი პოლიტიკოსი ცდილობს სიტუაცია თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს

თბილისის მერი კახა კალაძე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე ყველას ეკისრება.
Sputnik
„ყველას პასუხისმგებლობა გვეკისრება, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ხელი არ შევუწყოთ შფოთვას, რასაც ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში. საოცარი პოლიტიკური შეფასებები ისმის. ვხედავთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს არსებული სიტუაცია თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს“, – ამბობს კახა კალაძე.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ეს არის არასწორი დამოკიდებულება, რაც აზარალებს ქვეყანას.