მსოფლიო დღეს

ისრაელის საელჩოებმა მუშაობა განაახლეს: ვადა დათქმულია

ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საელჩოების გაფიცვა 3 დეკემბრამდე შეჩერდა, როდესაც ამ საკითხზე მოსმენები უნდა გაიმართოს.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღადგინეს მუშაობა 1 ნოემბერს, რაც ქვეყნის ფინანსთა სამინისტროსთან კონფლიქტის გამო შეჩერებული იყო. 

ისრაელის ხათრით: რუსეთმა ირანის შეიარაღებაზე უარი თქვა

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა გაფიცვა მოაწყვეს ისრაელის უცხოურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. კონფლიქტის მიზეზი ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება იყო, რომლის თანახმადაც, წარმომადგენლობებში დასაქმებულ დიპლომატებს გადასახადების გადახდა ევალებოდათ იმ დანახარჯებზე, რომლებიც ქვითრებით არ იყო გამყარებული.

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის საელჩოები მთელ მსოფლიოში დღეს, 1 ნოემბერს განაახლებდნენ მუშაობას მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოს ვერდიქტით ფინანსთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პროფკავშირებს 25 დღის განმავლობაში პრობლემის გადასაჭრელად გზების მოძებნა დაევალებოდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 ოქტომბრის საღამოს ისრაელის სასამართლომ მიიღო გაფიცვის 3 დეკემბრამდე შეჩერების გადაწყვეტილება, როდესაც ამ საკითხზე მოსმენა გაიმართება.