„საგამოძიებო ორგანოებმა უნდა მიიყვანონ გამოძიება ბოლომდე, გააკეთონ თავიანთი დასკვნა. ამის შემდეგ ეკლესია იმსჯელებს და დააყენებს საკითხს – იყოს თუ არა მამალაძე შეწყალებული, აყრილი იყოს თუ არა ხარისხი და ა.შ. მისი შეწყალების საკითხი იყო კათოლიკოს-პატრიარქის სიყვარულისა და მოწყალების ქმედება. პატრიარქმა ასეთი სიტყვები თქვა: „ის საკმარისად იტანჯა“, – ამბობს მეუფე ანდრია.
31 ოქტომბერს გამართულ წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს საპატრიარქო ქვეყნის პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს. გიორგი მამალაძე მსჯავრდებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის.