როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 3 ნოემბერს

კვირას დედაქალაქში დილით +6 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +12 გრადუსი დაფიქსირდება.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები კვირას, 3 ნოემბერს თბილისში უპირატესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

კვირას დედაქალაქში გამთენიისას +6 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +12 გრადუსი დაფიქსირდება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:34 საათზე ამოვა და 17:53 საათზე ჩავა.