მთები მეძახის: ახალგაზრდა ქალის უჩვეულო ისტორია

ქალაქის ხმაურისგან თავის დასაღწევად ახალგაზრდა გოგონა ლიკამ სოფელ თოთში გადაწყვიტა გადასვლა, რომელიც მთებში, ზღვის დონიდან 1,8 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ იწყობს ცხოვრებას გოგონა ახალ ადგილზე.
Sputnik

საკმაოდ ხშირად ვფიქრობთ ბევრი ჩვენგანი: „მივატოვოთ ყველაფერი და წავიდეთ მთაში! ავტომობილების სიგნალის ნაცვლად ვუსმინოთ ჩიტების ჟღურტულს, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და დავტკბეთ ბუნებით“.

ლიკა მირაქიშვილმა არა მხოლოდ იფიქრა ამაზე, არამედ ეს სურვილი შეისრულა კიდეც.