ყვითელი ამბები

„ეს ამბროლაურის მერის „პორშეა“ ხო?..“ – შორენა ბეგაშვილი მოგებულ მანქანაში პოზირებს

რამდენიმე დღის წინ შორენა ბეგაშვილმა იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობა გამოაქვეყნა. მსახიობმა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან დაშორებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ მისი დაქორწინების შესახებ მხოლოდ ნანაძესთან დაშორების შემდეგ გაიგო.
Sputnik

რუსთავში დაბადებული და გაზრდილი მსახიობი, რთული ცხოვრების მიუხედავად, ფეხზე დამოუკიდებლად წამოდგა. მსახიობმა საკუთარი სახსრებით წარმატებული კარიერა შეიქმნა. მისი საუკეთესი მეგობრები ქართველი ვარსკვლავები არიან, რომლებიც შორენას ყველა რთულ სიტუაციასა თუ ლხინში ზურგს უმაგრებენ. რამდენიმე ხნის წინ შორენა ბეგაშვილმა იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობა გამოაქვეყნა. მსახიობი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან დაშორებაზე ხმამაღლა არ საუბრობს და მედიას თავს არიდებს.

ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. უამრავი ადამიანი ეხმაურებოდა შორენას და უკომენტარებდნენ, რომ ასაკით უფროს მამაკაცთან ურთიერთობა არ უხდებოდა. შემდეგ შორენამ მამაკაცთან გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებამ ის ფაქტიც შენიშნა, რომ პოპულარულმა არტისტმა პარტნიორს სოციალურ ქსელში „გამოწერა“ გაუუქმა. ამის მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შორენა ქმარს დაშორდა, რომელთანაც ექვსწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.

შორენამ Instagram-ზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის, სავარაუდოდ, ამბროლაურის მერის მიერ მოგებულ „პორშეში“ ზის. შორენა მსახიობ ვანიკო თარხნიშვილთან ერთად სწორედ იმ გათამაშების წამყვანია, სადაც მერმა პრიზი მოიგო. ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ „ლიდერბეთის“ გათამაშების წამყვანებს უთხრა, რომ 48 ბილეთი ჰქონდა.