„წმინდა სინოდმა ერთხმად მიმართა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს, რომ მას პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების და ხშირი ცილისწამებების გამო გამოეთქვა სინანული, რაზეც მან უარი განაცხადა და დაემუქრა ეკლესიას კვლავ მხილებით. რის გამოც მის მიმართ მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე გათავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისგან, აეკრძალოს მღვდელმსახურება, გათავისუფლდეს წმინდა სინოდის წევრობიდან და გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად“, – ამბობს მიტროპოლიტი დანიელი.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან წმინდა სინოდმა დღეს გადააყენა. თავად მეუფე პეტრეს განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მან პატრიარქი ამხილა.