თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულ პირს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 მაისს მამამ თავის 16 წლამდე არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად იძალადა.
სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი შემთხვევიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 11'–141-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრთან წინასწარი შეცნობით გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.