მამა ანდრია: სასულიერო და საერო ხელისუფლებამ საქმეს თავისი კვალიფიკაცია უნდა მისცეს

მღვდელმონაზონი ანდრია სარია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქმეს პროკურატურამ თავისებური მსვლელობა უნდა მისცეს.
Sputnik
„მეუფე იაკობის განცხადებები ერთმანეთის საწინააღმდეგო და განსხვავებულია. ერთი და ორი წლის წინ ის პროკურატურას სრულ ნდობას უცხადებდა, ნდობით აღჭურვილი პირი იყო, მათ შორის, მთავრობის წევრებთან. ჩემთვის ამ წუთას გამოძიება აუცილებელი არ არის, პროკურატურამ, რა თქმა უნდა, თავისებური ძიება და მსვლელობა უნდა მისცეს“, – ამბობს მამა ანდრია.

რამდენიმე დღის წინ მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა ტელეკომპანია TV Pirveli-ს ეთერში და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.