„ძალიან მძიმე პროცესია, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულდეს საეკლესიო წრეებში იმ ადამიანების მეტი აქტიურობით, ვისთვისაც ასევე მოუთმენელია ის, რასაც ჩვენ ვხედავდით ბოლო ხანების განმავლობაში. ეკლესია – ეს არის კონსტიტუციური ინსტიტუტი და ჩვენ გვინდა, რომ ეს ინსტიტუტი ასხივებდეს სიყვარულს, სათნოებასა და შემრიგებლობას და არა იმას, რასაც ვხედავთ ბოლო ხანებში“, – ამბობს დავით უსუფაშვილი.
პარლამენტის ყოფილი სპიკერის განცხადებით, ამა თუ იმ მეუფის საკითხი არის ეკლესიის შიგნით მოსაგვარებელი.