ავარია სამეგრელოში: სამი დაშავებულიდან ერთი კომატოზურ მდგომარეობაშია

ავტოავარია ხუთშაბათს, დაახლოებით 14 საათზე ზუგდიდი–ჯვარი–მესტიის ავტომაგისტრალზე მოხდა. დაშავებულები ამ დროისათვის კლინიკაში იმყოფებიან.
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდი–ჯვარი–მესტიის გზის ჩხორიის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ადამიანი დაშავდა, იტყობინება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ავარია სამეგრელოში: სამი დაშავებულიდან ერთი კომატოზურ მდგომარეობაშია

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჯვარის მხრიდან მომავალი „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, შემდეგ – ხეს. მათივე თქმით, მანქანაში მსხდომები ავტომანქანიდან გადმოცვივდნენ. ავტოავარიის შედეგად დაშავებული სამი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, ორი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, მესამე მამაკაცი კი ტერმინალურ მდგომარეობაშია, მართვით სუნთქვაზე გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება. დაშავებულებს შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ნიკა ლატარია