თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში შაბათს, 2 ნოემბერს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.
ღამითა და დილით წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო ნაშუადღევს გამოიდარებს და მზე გამოანათებს. დილის შვიდი საათისთვის ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, დღისით კი მაქსიმალური +13 გრადუსი დაფიქსირდება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
მზე 07:33 საათზე ამოვა და 17:54 საათზე ჩავა.