ყვითელი ამბები

ხათუნა ჟორდანია კლინიკაში მოხვდა – ზურა ხაჩიძე პალატიდან ფოტოს აქვეყნებს

ხაჩიძემ ცოლის ფოტო, სადაც ხათუნა ჟორდანია პალატაში გადასხმას იკეთებს, საკუთარი „ინსტაგრამის სთორიზე“ გამოაქვეყნა.
Sputnik

მომღერალი ზურაბ ხაჩიძე Instagram-ზე მეუღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც საავადმყოფოს პალატაშია მოთავსებული. ხათუნა ჟორდანია საავადმყოფოში გუშინ მოხვდა.

„ქუჩის ბიჭების" მომღერალმა ზურა ხაჩიძემ ხათუნა ჟორდანიაზე დაქორწინებით მთელი თბილისი აალაპარაკა. ხათუნას ერთი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, ასაკითაც უფროსია ახლანდელ მეუღლეზე.

ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი ნინი ქარსელაძისა და „ქუჩის ბიჭების“ ჰიტის ჩაწერისას გაიცნეს. მათ საერთო ქალიშვილი ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ. წყვილის დაქორწინება ჭორების მიუხედავად მყარი აღმოჩნდა.