საქართველოს „პირველი არხის“ მენეჯმენტის საგანგებო განცხადება – ვიდეო

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ აზარტული თამაშებისა და სამორინეების რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს აცხადებს.
Sputnik

ამის შესახებ საგანგებო განცხადება არხის მენეჯმენტმა გააკეთა.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პირველი არხის თანამშრომლის სანდრო ბერაძის დაღუპვის მიზეზი სწორედ აზარტული თამაშები გახდა.