ტრაგედია გორთან: ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავარიისას გარდაცვლილი და დაშავებული მგზავრები ნათესავები არიან. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი - დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გორთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

ავარიისას გარდაცვლილი და დაშავებული მგზავრები ნათესავები არიან. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ბრიგადებმა კლინიკა „გორმედში" გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, ერთ პაციენტს ტვინის შერყევა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება, მეორეს კი - ტრავმული დაზიანებები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.