თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „მაკბეტს" გააცოცხლებენ

თბილისის ოპერის თეატრში „მაკბეტი" პირველად 1868 წელს დადგეს - საპრემიერო ჩვენებები 14, 15, 18, 21 და 22 დეკემბერს გაიმართება
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ოპერა „მაკბეტის" პრემიერა, რომელიც ჯუზეპე ვერდის მუსიკაზეა შექმნილი, 14 დეკემბერს გაიმართება, ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისური ბალეტი „თანამედროვე ქორეოგრაფიის შედევრებით" კიევში გამოვა

„მაკბეტი" ოთხმოქმედებიანი ოპერაა, რომლის ლიბრეტოს ავტორი ფრანჩესკო მარია პიავეა. ოპერა უილიამ შექსპირის ტრაგედიას ეფუძნება და იგი ვერდის შექსპირისეული სამი ოპერიდან პირველია.

„მაკბეტის" პრემიერა 1847 წელს ფლორენციაში, Teatro della Pergola-ს სცენაზე გაიმართა. თბილისის ოპერის თეატრში საოპერო სპექტაკლი პირველად 1868 წელს დადგეს.

დადგმის რეჟისორია დანიელე აბადო (Daniele Abbado), კოსტიუმების მხატვარი კი კარლა ტეტი (Carla Teti). დადგმაში მონაწილეობენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი დირიჟორ ზაზა აზმაიფარაშვილისა და მთავარი ქორმაისტერ ავთანდილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით.

ოპერის პრემიერა 14, 15, 18, 21 და 22 დეკემბერს გაიმართება - დასაწყისი 19:00 საათზე.