როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაესწრება თუ არა ის სინოდის სხდომას

პატრიარქის პირადი ექიმის განცხადებით, საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სინოდის სხდომაზე დასწრებას აუცილებლად შეძლებს.
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იუწყება პირველი არხი.

მეუფე იაკობის განცხადებამ ყველა გააოგნა - ხელისუფლებაც, საპატრიარქოც და მოსახლეობაც >>

მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობიდან გადადგა

პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, იმის საშიშროება, რომ პატრიარქმა ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს.

„პატრიარქი ბრძანდება კარგად, ჩვეულებრივად, როგორც იყო ხოლმე ისე. იმის საშიშროება, რომ ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს, ყველაფერი არის კარგად, ნორმალურად. ვაპირებდით განმეორებითი ანალიზების ჩატარებას, მაგრამ გადავდეთ. გარკვეული ავადმყოფობის შემდეგ ყოველთვის სჯობს, განმეორებით ჩავატაროთ ანალიზები. დღეს არ იყო ამის სიტუაცია. ალბათ ერთ კვირაში გავაკეთებთ განმეორებით ანალიზებს, რომ დავაკვირდეთ. ამ ეტაპზე პატრიარქი არის მისთვის ჩვეულებრივად, კარგად“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

ხვალ თბილისში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რომელსაც დიდი ინტერესით ელის როგორც საეკლესიო და საერო ხელისუფლება, ასევე მთელი საზოგადოება. წინასწარი ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე საუბარი იქნება მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით, თუმცა მთავარი მაინც ეკლესიაში გავლენის სფეროებისათვის დაუნდობელი ბრძოლაა, რომელმაც უკვე საჯაროდ გამოჟონა.