პირს, რომელმაც მამა ცემით მოკლა, 15 წლით პატიმრობა შეეფარდა

59 წლის მამაკაცი თავის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ვანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით იპოვეს.
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„იმიტომ გავიქეცი, რომ თავი მომეკლა": ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობა მიმდინარე წლის 23 იანვარს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  დამნაშავემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა სასიკვდილოდ სცემა. 59 წლის მამაკაცი თავის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ვანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით იპოვეს.

სამართალდამცველებმა დამნაშავე დანაშაულიდან ორ დღეში დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით აღიძრა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.