ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ მთავარი წამყვანი ნათია ლაზაშვილი რამდენიმე დღეა ეთერში აღარ გამოჩენილა.
არხის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას თქმით, ლაზაშვილი მივლინებაში იმყოფება და ეთერში 4 ნოემბერს დაბრუნდება. ტელეწამყვანი ამერიკაში, ნიუ-იორკში იმყოფება და, როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, დროს შესანიშნავად ატარებს.
აღსანიშნავია, რომ სამსახურეობრივ მივლინებაში მყოფ ტელეწამყვანს აშშ-ში თან ახლავან მეგობრები და ქმარი. ამერიკაში იმყოფება ჟურნალისტი ეკა ბერიძეც მეუღლესთან ერთად.
ნათია ლაზაშვილი 18 ოქტომბერს მაყურებელს დაემშვიდობა და განაცხადა, რომ ეთერში 4 ნოემბერს დაბრუნდება, თუმცა ქართულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა.