ზავრადაშვილი: სადარბაზოში, სადაც მოხდა აფეთქება, არც ერთს მოსახლეს შიგნით არ შევუშვებთ

დიდუბის რაიონის გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ საუბრობს.
Sputnik

 

„ვიზუალური დათვალიერებით, დაზიანებულია მეხუთე სართული და მეოთხე სართულის ნაწილი. ამ ეტაპისთვის პირველ სადარბაზოში, სადაც მოხდა აფეთქება, 15 ოჯახი ცხოვრობს და რა თქმა უნდა არცერთს მოსახლეს შიგნით არ შევუშვებთ. ხუთი ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში, დანარჩენს აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე გუშინ სარამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩამონგრეულია მეხუთე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის კედლები. ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.