ავარია მუხიანში: გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულია შვიდი ავტომობილი, მათ შორის ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსია
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება პირველი არხი.

რუსთავში სასაფლაო იწვის

შემთხვევა დღეს საღამოს, მუხიანის გადასახვევთან მოხდა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. დაშავებულები სასწარაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაზიანებულია შვიდი ავტომობილი, მათ შორის ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსია.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.