სახლის მცხოვრებლები, სადაც აფეთქება მოხდა, ბინებში დაბრუნებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ

ადგილობრივი მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ აფეთქება ხუთსართულიან სახლში რემონტის დროს გაზის მილის დაზიანებამ გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. თევდორე მღვდლის ქუჩაზე მრავალბინიან სახლში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ ჯერ კიდევ ექსპერტები მუშაობენ, ამიტომ მცხოვრებლები ბინებში შესვლას ვერ ახერხებენ.

აფეთქება ხუთსართულიანი სახლის ბოლო სართულზე მოხდა. ამის შედეგად მინები ჩაიმსხვრა არა მხოლოდ ამ სახლში, არამედ მეზობლად მდებარე სახლებშიც.

თბილისში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სასტუმროში გადაიყვანენ>>

ინციდენტი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ მეოთხე სართულზე რემონტის დროს გაზის მილი დაზიანდა.

სახლის მცხოვრებლები, სადაც აფეთქება მოხდა, ბინებში დაბრუნებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ

ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ძალიან დაშავდა 77 წლის მამაკაცი. მას დამწვარი აქვს ხელები, მკერდი და თავი. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას. დანაშაული ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოებით 2 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.