ნევროლოგი: ინსულტის რისკს ქმნის მაღალი წნევები და მაღალი ქოლესტერინი სისხლში

ნევროლოგი, პროფესორი სანდრო ცისკარიძე იმ რისკების შესახებ საუბრობს, რამაც შესაძლოა ინსულტი გამოიწვიოს
Sputnik

 

„რაც შეეხება რისკ ფაქტორებს, უპირველეს ყოვლისა ეს არის არტერიული ჰიპერტენზია, მაღალი წნევა, რომლის არსებობაც ყველა ინსულტის შემთხევების ნახევარს განაპირობებს. ცხადია, მაღალი წნევა ძალიან დიდი პრობლემაა. ძალიან მარტივი გზავნილი ჩვენი მოსახლეობისთვის არის ის, რომ არტერიული წნევის ციფრები მკაცრად უნდა იქნას გაკონტროლებული. ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი საშუალება, დაწყებული ცხოვრების წესით, დამთავრებული იმ მედიკამენტებით, რომელიც წნევას კარგად აკონტროლებს“, - ამბობს ცისკარიძე.

ნევროლოგის განცხადებით, ინსულტის რისკს ქმნის მაღალი ქოლესტერინი სისხლში, რომელიც დიდი როლს იმ მდგომარეობის განვითარებაში, რომელიც ინსულტის წინაპირობაა.