ოქროს კონტრაბანდა საქართველოში: დაკავებულია აზერაბაიჯანის მოქალაქე

სამართალდამცველებმა ეჭვის საფუძველზე კანონდამრღვევის ავტომობილი გაჩხრიკეს, რის შედეგადაც 6,5 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღომაჩინეს.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საზღვრებზე სიგარეტის კონტრაბანდის მცდელობა აღიკვეთა

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული საბაჟო-გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის" გავლით საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ეჭვის საფუძველზე კანონდამრღვევის ავტომობილი გაჩხრიკეს, რის შედეგადაც 6,5 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღომაჩინეს.

აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის სახით, ფულადი ჯარიმა 6,485 ლარის ოდენობით შეეფარდა.