ყვითელი ამბები

„სტუდიაში შესვლის წინ საოცარი საჩუქარი მივიღე...“- ნინი ბადურაშვილი ფოტოს აქვეყნებს

ნინი ბადურაშვილის დაოჯახებას მთელი ბომონდი წლების მანძილზე ელოდა. ქმართან დაშორების შემდეგ განსხვავებული ტემბრის მქონდე მომღერალს, დღემდე, უამრავ მამაკაცს აცნობენ ან ურიგებენ
Sputnik

მომღერსლ ნინი ბადურაშვილს ერთი შვილი ჰყავს და თავისუფლებით ტკბება. საკმარისია, ტელესახემ მამრობითი სქესის წარმომადგენელთან გამოჩნდეს, იმ წუთში თაყვანისცმემლები საქორწინო კაბებს ურჩევენ. ასე მოხდა ამ ზაფხულს. ბავშვობის მეგობართან ერთად ნინი კანში იმყოფებოდე, როდესაც მის ახალ ურთიერთობაზე ჭორები გავრცელდა.

მიმზიდველი და შეუდარებელი ნინი ბადურაშვილი რამდენიმე წელია ქმარს სკანდალურად დაშორდა. ნინის მიმართ ყურადღება არც მანამდე და არც ახლა  არ ნელდება. ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ გამოჩენილ მომღერალს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ელენე ჰყავს.  პატარა გოგონა სკოლაში წელს მიიყვანეს. მის აღზრდაში ნინი და მისი ოჯახის წევრები თანაბრად არიან ჩართულნი. როგორც ჩანს, პატარა ელენეს ბებიასთან ეკა კახიანთან ერთად დროის გატარება უფრო უყვარს. ნინის გაზიარებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ ეკა შვილიშვილს მუსიკასთან აახლოვებს და სიმღერას ასწავლის.

ნინი ბადურაშვილი, ისევე როგორც ბევრი სხვა ქართველი ტელესახე თავს უვლის და საუკეთესოდ გამოიყურება. აღმოჩნდა, რომ კოსმეტოლოგიური ჩარევების გარდა, მომღერალი ვარჯიშობს და ეს განტვირთვის გარდა, ლამაზი სხეულის დაყენებაში ეხმარება.

მომღერალმა ცოტა ხნის წინ საჩუქარი მიიღო, რის შესახებაც Instagram-ზე დაწერა: „როგორც იცით ყოველი ოთხშაბათი ჩემთვის მნიშნელოვანი დღეა, დღე როდესაც ეთერში ვარ და აი ამ ოთხშაბათსაც სტუდიაში შესვლის წინ საოცარი საჩუქარი მივიღე. ყვავილების ორგანულ ექსტრაქტზე დამზადებული შამპუნი და კონდიციონერი ლამაზი კალათით, ასევე თაიგული და გვირგვინი ინგლისის ბოტანიკური ბაღიდან“, - წერს მომღერალი.