„სიკეთეა ეს კაცი...“- ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილზე წერს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, წყალტუბოში უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ასევე ცხრა აბანო გამოისყიდოს და რეაბილიტაცია ჩაუტაროს
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი ხარჯებით წყალტუბოს რეაბილიტაციის ინიციატივას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა, რომელიც წარმოშობით წყალტუბოდან არის.

ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ივანიშვილი ქალაქს შემოარტყამს გალავანს და დააწესებს, ვინ რით და რომელ საათებში იაროს ქალაქში. 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, წყალტუბოში უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ასევე ცხრა აბანო გამოისყიდოს და რეაბილიტაცია ჩაუტაროს, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარტიის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა.