კობახიძე: „ნაცებთან“, „შმაცებთან“, „შმაცუნებთან" კოალიციის შექმნა გამორიცხულია

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იმ პარტიებს ასახელებს, რომელ პარტიებთანაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს არ შექმნის კოალიციას.
Sputnik
„ვიცით, რომ განშტოებები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, არიან „ნაცები“, „შმაცები“ და „შმაცუნები“. მათთან კოალიციის შექმნა ჩვენი მხრიდან გამორიცხულია. ასევე არიან პარტიები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ განსხვავებულ პოლიტიკურ ორიენტაციას. ესენია „პატრიოტთა ალიანსი“, „დემოკრატიული მოძრაობა“, მათთანაც ჩვენი მხრიდან შეუძლებელია კოალიციის ფორმირება. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა 60%-ის აღება“, განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს გაუჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება.