ბასილაშვილმა Rolex Paris Masters-ის პირველივე წრეში წააგო

ბასილაშვილი ორ სეტში დამარცხდა თავის კარგად ნაცნობ მეტოქე მოლდოველ ჩოგბურთელთან, რომელსაც აქამდე ყველა შეხვედრა მოუგო
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ლიდერმა, მსოფლიოს 26-ე ჩოგანმა ATP-ს რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილმა Rolex Paris Masters-ის ტურნირის პირველივე შეხვედრა წააგო.

ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

ბასილაშვილი ორ სეტში 3:6, 2:6 დამარცხდა თავის კარგად ნაცნობ მეტოქე მოლდოველ ჩოგბურთელთან, ATP-ს ორგზის გამარჯვებულ რადუ ალბოტთან. ქართველი სპორტსმენი მას უკვე მეხუთედ შეხვდა. აღსანიშნავია, რომ პარიზში შეხვედრამდე 27 წლის ბასილაშვილმა ალბოტს ოთხივე მატჩი მოუგო.

თითქმის ექვსმილიონიანი საპრიზო ფონდის მქონე ელიტური ტურნირის პირველ ნომრად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია განთესილი, შემდეგ მოდიან რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი და დანილა მედვედევი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი Rolex Paris Masters-ზე კიდევ გამოვა, ოღონდ წყვილთა დაპირისპირებაში.