თბილისში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

მსუბუქი ავტომობილი, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ჯერ ხეს შეეჯახა, ხოლო შემდეგ სხვა ავტომობილს.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „მშრალ ხიდთან" ახლოს ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.

ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ჯერ ხეს შეეჯახა, ხოლო შემდეგ სხვა ავტომობილს.

ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრი დაიღუპა, ხოლო მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.