„ჩემ მშობლებზე დასამალი არაფერი მაქვს...“ – ნახეთ როგორ გამოიყურება ბეგაშვილის დედა

შორენა ბეგაშვილის თქმით, დედას საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს. ნახეთ, რა რეაქციები აქვს მოდელის დედას შორენას სკანდალურ ნაბიჯებზე.
Sputnik

ქართულ შოუ-ბიზნესში შორენა ბეგაშვილზე აქტუალური ადამიანი არ არსებობს. მასზე საუბრობენ ყოველთვის და ყველგან. შორენა კი საზოგადოებას ამის მიზეზს არ აკლებს.

სექსუალური მსახიობი ქმრებთან და პარტნიორებთან დაშორებით, ეროტიკული ხასიათის როლებით, ინტიმური ფოტოსესიებითა და Playboy-სთან თანამშრომლობით პოპულარული გახდა. შორენა ბეგაშვილის კარიერული საფეხურები უამრავმა ადამიანმა იცის, მაგრამ სულ ცოტა კონცენტრირდება იმაზე, რომ შორენა ეროტიკული როლების გარდა საკმაოდ სერიოზული და საპასუხისმგებლო ფილმის გმირიც გამხდარა. შორენა ოფიციალურად ორჯერ იყო დაოჯახებული. მათ შორის უკანასკნელ პარტნიორთან ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდა.

სკანდალური მსახიობი ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს. შორენა ბეგაშვილი ის შემთხვევაა, როდესაც ქალბატონებიც კი მისი ფორმებით ტკბებიან, ბევრი კი ცდილობს მისი სტილისა და იმიჯის ათვისებას. ჭორებით მოცული ტელესახე სხვადასხვა გადაცემების ერთ-ერთი ხშირი და რეიტინგული სტუმარია. როგორც ჩანს, მსახიობი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „რუსთავი 2“-ს ახალი პროექტით დაუბრუნდა.

სკანდალს სკანდალი მოჰყვება. შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაც ასე ვითარდება. ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. უამრავი ადამიანი ეხმაურებოდა შორენას და უკომენტარებდნენ, რომ ასაკით უფროს მამაკაცთან ურთიერთობა არ უხდებოდა. შემდეგ შორენამ მამაკაცთან გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება შეწყვიტა. საზოგადოებამ ის ფაქტიც შენიშნა, რომ პოპულარულმა არტისტმა პარტნიორს სოციალურ ქსელში „გამოწერა“ გაუუქმა.

ახლა შორენა კომპანიებთან თანამშრომლობას განაგრძობს და უახლეს ფოტოს ესთეტიკური ცენტრიდან აქვეყნებს. როგორც ნებისმიერ ქალბატონს, შორენასაც ძალიან უყვარს თავის მოვლა. სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობა მას მოვლის მეტ შანსს აძლევს.

ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილა თოქ-შოუ „პროფილში“ მშობლებზე ისაუბრა. მისი თქმით, მშობლებზე დასამალი არაფერი აქვს, უბრალოდ მამა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, დედას კი საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს, თუმცა ძალიან თანამედროვეა და მის სკანდალურ ნაბიჯებს ადვილად იღებს.