მსოფლიო დღეს

სატვირთო მატარებელში 11 მცირეწლოვანი ლტოლვილი ბავშვი იპოვეს

თერთმეტმა მცირეწლოვანმა ლტოლვილმა ბავშვმა არაადამიანურ პირობებში გადალახა გზა სერბეთიდან სლოვაკეთამდე, სადაც ისინი პოლიციამ დააკავა
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. სატვირთო მატარებელში, რომელიც სერბეთიდან სლოვაკეთის ქალაქ დუნაისკ-სტრედაში ჩავიდა, თერთმეტი მცირეწლოვანი ბავშვი აღმოაჩინეს, რომლებსაც უფროსი არ ახლდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სლოვაკეთის პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. 

„ადგილობრივი ფირმის თანამშრომლებმა სარკინიგზო შემდგენლობის მახლობლად აღმოაჩინა ბავშვები, რომლებიც ლიანდაგებზე დარბოდნენ და ქალაქში გასასვლელს ეძებდნენ. ამის შესახებ მან პოლიციას აცნობა. ჩვენმა თანამშრომლებმა 11 მცირეწლოვანი ბავშვი დააკავეს, რომელთაგან ცხრა ავღანეთიდან, ხოლო ორი პაკისტანიდან იყო. მათ უფროსები არ ახლდნენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციის წარმომადგენელმა დენის ბარდიოვმა.

მისი თქმით, ბავშვებმა არაადამიანურ პირობებში გადალახეს გზა სერბეთის ქალაქ სუბოტიცადან სლოვაკეთში - უნგრეთის გავლით.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ბავშვები სოციალურ სამსახურს გადასცეს და ამ დროისათვის ისინი უკვე განთავსებულები არიან მცირეწლოვანთა სახლში.