მსოფლიო დღეს

პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანიდან ისე გადავარდა, რომ ექიმებმა ვერ შენიშნეს – ვიდეო

სასწრაფო დახმარების ექიმებს პაციენტი მანქანიდან ისე გადაუვარდათ, რომ მომხდარი ვერც შეამჩნიეს. და ალბათ ვერც შენიშნავდნენ, რომ არა მათ უკან მიმავალი ავტომობილი.
Sputnik

შემთხვევა, რომელიც გამვლელი მანქანის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა, უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქში მოხდა 26 ოქტომბრის დილის 11 საათზე.

როგორც ირკვევა, სწორედ უკან მიმავალი ავტომობილის მძღოლმა მიიპყრო მედიკოსების ყურადღება გაბმული სიგნალებით, თავად კი დაშავებულის დასახმარებლად გაეშურა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პაციენტს დახმარება არ სჭირდებოდა. წინასწარი მონაცემებით, ის მთვრალი იყო და საერთოდ უარს ამბობდა ჰოსპიტალიზაციაზე. მიუხედავად ამისა, ექიმებმა ის მანქანაში მოათავსეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. გზაში მამაკაცი წამოდგა, მანქანის უკანა კარი გააღო და „გადავიდა“. 

პაციენტის ჰოსპიტალიზაცია საბოლოოდ მაინც მოხერხდა, ოღონდ უკვე პოლიციის დახმარებით.