ქუთაისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე ერთი კვირის წინ დასაქმდა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე გუშინ მოხდა.

დაზარალებული სხეულის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

შეკვეთილში სასტუმროს მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა

სამშენებლო კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ცოტნე ბარბაქაძის თქმით, ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი განმარტებით, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება, რადგან დაშავებული იმ ტიპის სამუშაოებს ასრულებდა, რაც დავალებული არ ჰქონდა, ასევე არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი.

დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე ერთი კვირის წინ დასაქმდა.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „თ მ" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ასრულებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.