მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დენის უწყვეტად მიწოდებას ითხოვს

ლახამულასა და ნაკრას თემის მოსახლება ირწმუნება, რომ მათთვის განკუთვნილი ელექტროენერგია ბიტკოინების ქარხანას ხმარდება.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულასა და ნაკრას თემის მოსახლეობის ნაწილმა ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათთვის განკუთვნილი ელექტროენერგია ნაკრასა და ლახამულას თემში არსებულ ბიტკოინების ქარხანას ხმარდება.

სისხლიანი გარჩევა: მესტიაში ძმამ ძმა მოკლა

აქციის მონაწილეებს მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი შეხვდნენ.

ნინო ვიბლიანის განცხადებით, ელექტროენერგიის შეწყვეტა ელექტროხაზების დაზიანებას უკავშირდება, რაც უახლოეს მომავალში მოგვარდება.

რაც შეეხება მესტიაში ბიტკოინების ქარხნის არსებობას, ამის შესახებ ინფორმაციას ვიბლიანი არ ფლობს.

ხოლო სოფელ ნაკრას რწმუნებულმა თენგიზ გვარმიანმა „პრაიმტაიმის“ ეთერში განაცხადა, რომ ელექტროენერგიის პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია.

„მიღწეულია შეთანხმება, რომ ქარხანას ცალკე ჰქონდეს ელექტროენერგია და მოსახლეობამ ცალკე ხაზით უნდა მიიღოს დენი“, - განაცხადა რწმუნებულმა.