ახალციხე-ადიგენის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

Mercedes-ის მარკის მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს დაეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქ მანქანაში მსხდომი სამი მგზავრიდან ორი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ველოსიპედისტი ემსხვერპლა

გავრცელებული  ინფორმაციით, Mercedes-ის მარკის მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს დაეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქ მანქანაში მსხდომი სამი მგზავრიდან ორი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  276-ე მუხლის მერვე  ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.