მსოფლიო დღეს

პოლიციამ თურქეთის ოტელში დაღუპული გოგონას დედა დამნაშავედ ცნო

გავრცელებული ინფორმაციით, თუ დედის ბრალი დადადსტურდა, დაღუპული ბავშვის ოჯახი მატერიალურ კომპენსაციას ვერ მიიღებს
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. თურქმა სამართალდამცველებმა გადაწყვიტეს, ბრალდებულთა სიაში ჩართონ რუსეთის მოქალაქე გოგონას დედა, რომელიც ბოდრუმის ოტელ „სანჰილის“ აუზში დაიღუპა მიმდინარე ზაფხულს, იუწყება მედია ბავშვის მამაზე დაყრდნობით.

„ეს ინფორმაცია თურქმა იურისტებმა დაგვიდასტურეს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ ამ საქმეზე. ნატალია (დაღუპული ბავშვის დედა, - რედ.) მეორე ხარისხის დამნაშავედაა ცნობილი“, - განუცხადა РЕН ТВ-ს მამამ. 
უბედური შემთხვევა ბოდრუმში: სასტუმროს აუზში ბავშვის ხელი ტუმბომ შეისრუტა

მისი თქმით, მთავარ ბრალდებულებად იმ ოტელის თანამშრომლები არიან მიჩნეული, რომელშიც ბავშვი დაიღუპა, ხოლო დედა მეორე ხარისხის დამნაშავედ იმ არგუმენტაციითა ცნობილი, რომ მან ყურადღების გარეშე დატოვა თავისი შვილი. იმ შემთხვევაში, თუ დედის ბრალი დადასტურდება, ოჯახი მატერიალურ კომპენსაციას ვეღარ მიიღებს.

შეგახსენებთ, 12 წლის გოგონა, რომელიც თურქეთში მშობლებთან ერთად ისვენებდა, 18 აგვისტოს კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი აუზში ბანაობდა, რა დროსაც მისი ხელი ტუმბომ შეისრუტა. მამა მაშინვე გადახტა წყალში მის მისაშველებლად, მაგრამ შვილის გამოთავისუფლება ვერ შეძლო. მის დახმარებას შვიდი მამაკაცი ცდილობდა, მაგრამ ტუმბოს გაჩერების შემდეგაც კი გოგონას ხელის გამოთავისუფლება მხოლოდ აუზის კედლის მონგრევით მოხერხდა.

12 წლის ბავშვი საავადმყოფოში რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.