შსს: თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა

თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ერთი ადამიანი დაშავდა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა: არიან დაშავებულები

დაშავებული მოქალაქე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბინაში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად მოხდა.

ადგილზე მობილიზებული არის 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.