პრემიერმა გაამხილა, რა დარტყმა მიიღო ბიუჯეტმა რუსეთთან პირდაპირი რეისების გაუქმებით

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზარალის მიუხედავად, ტურიზმმა საქართელოს 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიუტანა
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ივნისში რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმების შემდეგ საქართველოს ბიუჯეტმა 350 მილიონი დოლარი დაკარგა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს გადაწყვეტილება თბილისში მიმდინარე ანტირულული აქციების ფონზე მიიღო. იმ დროიდან რუსეთიდან საქართველოში მოხვედრა და უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მესამე ქვეყნებიდან, რაც გაცილებით ძვირი ჯდება. ბევრი მგზავრი სატრანზიტო ქვეყნად სომხეთს ირჩევს.

თურნავა: საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტამ ბიზნესს ზარალი მიაყენა

„რუსებმა რეისები რომ გააუქმეს, ივლისში, ამ ხუთი თვის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტმა დაკარგა 350 მილიონი დოლარი. დღეს საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები ასცდა 2 მილიარდ დოლარს. ეს რეალური ფულია“, - ციტირებს გახარიას პირველი არხი.

აგვისტოში რუსი ტურისტების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 6%-ით შემცირდა, ხოლო სექტემბერში - 20,6%-ით.

საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტურისტულ სექტორს წლის ბოლომდე 700 მილიონ დოლარზე მეტი დააკლდება, რადგან არ გამართლდა რუსეთიდან ტურისტების რიცხვის მკვეთრი ზრდის მოლოდინი.